საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ვერტყვიჭალის თეთრი


ჯიშის სახელწოდება: ვერტყვიჭალის თეთრიvertyvichalis-tetri სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულის ფორმის, საშუალოდ დანაკვთული, ხუთნაკვთიანი, იშვიათად, სამნაკვთიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურული, მომრგვალო ფუძით, ზოგჯერ ღია, ჩანგისებური, მახვილი ფუძით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო  აბლაბუდისებური-ჯაგრისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის  ან თხელი. მარცვალი: მოყვითალო, სრულ სიმწიფეში ქარვისფერი, საშუალო ზომის, მომრგვალო. რბილობი -  წვნიანი და ხორციანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19-21 %, მჟავიანობა 8-10 გ/ლ. მოსავლიანობა:  მაღალი. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  სუფრის თეთრი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ვერტყვიჭალის თეთრს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ.226; Табидзе Д. И., Вертквичалис тетри, В: Ампелография СССР, Справочный Том, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1970, ст. 72. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე