საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ამლახუ


ჯიშის სახელწოდება: ამლახუamlaxu სინონიმი: აჩკიკ, აჩკირკ წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი შემდგომი ფოთოლაკი დაფარულია ხშირი აბლაბუდისებური შებუსვით და შეფერილია მომწვანო-თეთრ ფერად. მეორე რიგის ფოთლები მოყვითალო - მწვანე ფერისაა. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდის (17X16სმ), მომრგვალო, იშვიათად ოვალური, მუქი მწვანე ფერის. სამნაკვთიანი; იშვიათად გვხვდება დაუნაკვთავი ან ხუთნაკვთიანი ფოთლებიც. ზედაპირი სწორი ან ოდნავ ბადისებრ დანაოჭებული. კბილები ხერხკბილებისებური. ყუნწის ამონავეთი ღია, ჩანგისებური ფორმის. ზედა ამონაკვთები პატარაა, ღია. ქვედა ამონაკვეთები სუსტად გამოხატული ან საერთოდ არ აღენიშნება. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელია. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: ვიწროცილინდრული, იშვიათად ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ზოგჯერ ფრთიანი. საშუალო სიმკვრივის ან მკვრივი, იშვიათად - მეჩხერი. საშუალო ზომა 20X8სმ, წონა 100-150გ. ყუნწი საშუალო სიგრძის, ბალახისმაგვარი. მარცვალი: ჭრელი - ღია წითლიდან მუქ ვარდისფერ შეფერვამდე. სუსტად ოვალური - ოდნავ წაგრძელებული. მსხვილი (1,7X1,5სმ). კანი თხელი, მაგრამ მკვრივი. რბილობი ხორციანი, კნატუნა, ნაკლებ წვნიანი. გემო - ტკბილი და ხალისიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-20%, მჟავიანობა 7,6-9,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 10,0-20,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მაღალხარისხოვანი, ვარდისფერ-ოქროსფერი შეფერვის, არომატული, რბილი, სრული, ენერგიული, თავისებურად ცქრიალა. ამ ჯიშისაგან დამზადებული ღვინო ითვლებოდა კავკასიის ერთ-ერთ საუკეთესოდ ღვინოდ.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ძლიერი ზრდის. რქების მომწიფების ხარისხი კარგი. ახასიათებს ჭრაქის მიმართ სუსტი გამძლეობა ყვავილობის პერიოდში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 103-107; Табидзе Д. Амлаху, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 111-113. ავტორი: დავით მაღრაძე