საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქიშური შავი


ჯიშის სახელწოდება: ქიშური შავი სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი  ძლიერადააშებუსული მოთეთრო–მონაცრისფრო ვარდისფერი არშიით. ზრდასრული ფოთოლი: გულისებრი. სიგრძე 14–16სმ, სიგანე 13–15სმ. ფოთლის ზედაპირი წვრილ- და მსხვილბურთულებიანია.ძლიერდანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი მეტწილად ღიაა, ვიწროთაღისებრი ან ჩანგისებრი წამახვილებული ფუძით.ხშირად ყუნწის ამონაკვეთში ერთ ან ორივე მხარეს რთული დეზია. ქვედა მხარე შებუსულია სქელი აბლაბუდით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური. ხშირად დატოტვილი. სიგრძე 12–15სმ, სიგანე 5–8სმ. მარცვალი: ოვალურია. სიგრძე 15–16მმ, სიმსხო 13–14მმ. შეფერილია მუქ შავად, იისფერი ელფერით. რბილობი ხორციანი, წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0–22,0%, მჟავიანობა 5,0–6,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 2,3–3,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: დგება ნაკლებსხეულიანი, საშუალო ღირსების წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: მცირე ნარგაობის სახით გამორეული იყო შავკაპიტოს ვენახებში ცხინვალისა და ახალგორის რაიონებში. იგი იმდენად ახლოს დგას ჯიშ შავკაპიტოსთან, რომ ერთი შეხედვით მხოლოდ დაკვირვებულ თვალს შეუძლია მათ შორის განსხვავების  ამოცნობა. ამ ჯიშის ფოთლები უფრო დანაკვთულია, ვიდრე შავკაპიტოსი, ამ მხრივ ის ქიშურის ფოთლებსაც მოგვაგონებს, რის გამოც პროფ. დ. ტაბიძემ „შავი ქიშური“ უწოდა. დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 211. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი