ჭანკილოური
საზოგადო სახელი: ვაზი
ლათინური სახელწოდება: Vitis vinifera L.
ჯიშის სახელწოდება: ჭანკილოური
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი სამი ფოთოლი სქლადაა შებუსული, ვარდისფერი არშიით ნაპირებზე.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან სუსტად დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან ისრისებური, მახვილი ან მომრგვალებული ფუძით, ზოგჯერ დეზებით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური ან სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული, კუმსი. საშუალო წონა 150 გ.
მარცვალი: მუქი წითელი, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი საშუალო სისქის და მკვრივი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოთი. წვენი შეუფერავი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16 - 17%, მჟავიანობა 7-8 გ/ლ.
მოსავლიანობა: 1,5-1,8 კგ/ძირზე
სამეურნეო მიმართულება: საღვინე
ღვინის დახასიათება: სუფრის ღვინო, ბაცი წითელი შეფერილობის, მსუბუქი, ცოცხალი გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: ჩანკილოურს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სოკოვანი დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში
წყაროები:
Деметрадзе В. С., Кварацхелия Ф. К. 1966. Чанкилоури. В: Ампелография СССР. Малораспространённые сорта винограда. Отв. Ред. Негруль А.М. Изд-во 'Пищевая промышленность', Москва. Том III. ст. 409-411
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე