ვარძია
ჯიშის სახელწოდება: ვარძია
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ახალსელექციური ქართული ვაზის ჯიში.
მშობელ წყვილად გამოყენებულია ალექსანდრიული მუსკატი და განჯური.
ავტორები: მაქსიმე რამიშვილი და რევაზ რამიშვილი.
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაშლილი ფოთლები მცირედ არის შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოდნავ ოვალური, ხუთნაკვთიანი. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია მონაცრისფრო ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზომის, ფორმით ცილინდრული, საშუალო სიკუმსის.
მარცვალი: საშუალო ზომის, ფორმით ოვალური, მოყვითალო-ქარვისფერი. რბილობი ხორციანი და საკმაოდ წვნიანი, მკვეთრად გამოხატული მუსკატური გემოთი. უმეტესად ორწიპწიანი.
მოსავლიანობა: მაღალმოსავლიანი.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: მაღალხარისხოვანი სასუფრე ყურძნის ჯიში. კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: თბილისის საგარეუბნო ზონაში ჯიში სრულ სიმწიფეს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ დეკადაში აღწევს. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვლი მ., ამპელოგრაფია. გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 177.
ავტორი: ირმა მდინარაძე