წყობილა
ჯიშის სახელწოდება: წყობილა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან თაღისებური, მომრგვალებული ფუძით, ზოგჯერ ერთი დეზით. კბილები სამკუთხედისებრია, ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, იშვიათად კუმსი. საშუალო წონა - 120-140 გ.
მარცვალი: მუქი ლურჯი ფერისაა, საშუალო ზომის, მრგვალი, ცვილის სქელი ფენით დაფარული. კანი თხელი და მკვრივი. რბილობი ხორციან-წვნიანი, ნეიტრალური გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0-20,0 %, მჟავიანობა 8,0-10,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,0-2,5 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის წითელი ღვინოა, სრული, ინტენსიურად შეფერილი, თავისებური, ნაკლებად სასიამოვნო გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: წყობილას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ. ზოგიერთი ბოტანიკური ნიშნებით ძალიან ჰგავს საფერავს, თუმცა ხარისხით ჩამოუვარდება მას. შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საკუპაჟე ღვინომასალა, თხელი და ნაკლებად შეფერილი ღვინოებისათვის.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ. ვ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 246;
Табидзе Д. И.,Цкобила, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,ст. 392-393.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე