ბერბეშო
ჯიშის სახელწოდება: ბერბეშო
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: რაჭა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის, გულის ფორმის, თითქმის მრგვალი, სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი, მახვილი ან მომრგვალებული ფუძით. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია ან მთავარი ძარღვების გასწვრივ სუსტი ჯაგრისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული და ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის.
მარცვალი: შავი ფერის, საშუალო ზომის, მრგვალი. წვენი - ვარდისფერი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა16,0 - 20,0 %, მჟავიანობა 5,0-12,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: მაღალი.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე.
ღვინის დახასიათება: მშრალი სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ბერბეშოს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებში. შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ.223;
Табидзе Д. И., Бербешо, В: Ампелография СССР, Справочный Том, Ред. Негруль А.М., Изд-во ' Пищевая промышленность', Москва, 1966, ст. 49.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე