თქვლაფა თეთრი
ჯიშის სახელწოდება: თქვლაფა თეთრი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართლი

მოკლე აღწერა:
ახლგაზრა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი საშუალოდაა შებუსული აბლაბუდისებურად. ორივე მხარეს ლიმონისფრად შეფერილი.
ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი. გულისებრი ფორმის. სიგრძე 16–18 სმ, სიგანე 15–17სმ. ფირფიტა სწორმდგომი. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული. ზედა ამონაკვეთები ღრმაა, მეტწილად დახურული, ფორმით კვერცხისებრი. ქვედა ამონაკვთები საშუალო სიღრმის, მეტწილად ღია. ყუნწისამონაკვეთი ღიაა, ფორმით ვიწრო თაღისებრი, მახვილი ფუძით, ცალ ან ორივე მხარეს მცირე დეზით. ქვედა მხარე შებუსულია სუსტად გართხმული აბლაბუდით. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება მახვილკუთხა, ცალ მხარეს გადაზნექილი კბილებით. გვერდითი კბილები მახვილ სამკუთხედისებრი ან გუმბათისებრია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: დიდი ზომის (სიგრძე 20–24სმ, სიგანე 12–14სმ). კონუსური ან უფორმო. ძლიერ კუმსი. შეფერილია მომწვანო–მოყვითალოდ დაჰყვება იისფერი ზოლები.
მარცვალი: მსხვილი, მომრგვალო სიგრძე 16–18 მმ, სიმსხო 16–18 მმ. შეფერილი ჩალისფრად. რბილობი მეტად წვნიანი. კანი თხელი, გამჭვირვალე. გემო არასასიამოვნო. დაბალშაქრიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 13,0–15,0 %, მჟავიანობა 5,0–7,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 13,0–15,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,3-1,6.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: გამოიყენება საბრენდე სპირტის დასამზადებლად.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებებიდან და მავნებლებიდან განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჭრაქისა და ცრუფარიანისადმი. წვიმიან ამინდში მტევნები იწყებს ლპობას და ხშირად სულ ნადგურდება. ჯიში მცირედ გავრცელებული იყო, ძირითადად, ბოლნისის რაიონში და ქართლის ვენახებში.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 138–141.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი