საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

აკაბილი


akabili_2 ჯიშის სახელწოდება: აკაბილი სინონიმი: აკაბული წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოთეთრო-ნაცრისფერია, სქლად შებუსული. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან დიდი ზომის, მომრგვალო, სამნაკვთიანი, იშვიათად მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური, მომრგვალო ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია, მახვილი წვერით.  ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებურ-ჯაგრისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი მტევანი: დიდი, ფართოკონუსური, მცირედ დატოტვილი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 160-200 გ. მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის, საშუალო akabiliსიდიდის, მომრგვალო ან მცირედ ოვალური. თხელი კანი სქლად არის დაფარული ცვილით. რბილობი წვნიანი, სასიამოვნო გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 21,5 %, მჟავიანობა 7,2 გ/ლ. მოსავლიანობა:  8,0-12,0 ტონა/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: კარგი ხარისხის,  სუფრის წითელი ღვინო, ორიგინალური ბუკეტით და მაღალი ექსტრაქტულობით.
დამატებითი ინფორმაცია: აკაბილს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. ადგილობრივ აფხაზურ ჯიშებს შორის სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობით გამოირჩევა. გამოიყენება წვენის დასამზადებლად და როგორც ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ჯიში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ.219; Табидзе Д. И. Акабил, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М.,  Изд-во ' Пищевая промышленность', Москва 1963, Том I. ст. 53-55. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე