არაბეული შავი
ჯიშის სახელწოდება:არაბეული შავი
სინონიმი: არაბოული, ყორნისთვალა, არაბეული
წარმოშობა: რაჭა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: სუსტად შებუსული, ნარინჯისფერი ელფერით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან მცირედ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალებული ფუძით, იშვიათად დახურული. კბილები სამკუთხედისებურია ან ხერხკბილა-სამკუთხედისებური, სუსტად ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. საშუალო წონა 75-100 გ.
მარცვალი: მუქილურჯი, თითქმის შავი,საშუალო ან დიდი ზომის, მომრგვალო, ცვილის სქელინაფიფქით. კანი უხეში, საშუალო სიმკვრივის. რბილობი ხორციანი, წვნიანია, ჩვეულებრივი, ცოცხალი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19 %, მჟავიანობა 9,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,0- 10,0 ტონა/ჰექტარზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: არაბეულ შავს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. ძლიერ ავადდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ. ვ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987. გვ.221-241;
Миротадзе А.В. Арабеули шави, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М. Изд-во ' Пищевая промышленность', Москва,1963, Том I, ст. 132-133;
Миротадзе А.В., Корниствала,В:Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1965, Том II., ст. 187-188.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე