შავბარდა
ჯიშის სახელწოდება: შავბარდა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი ორი ფოთოლი დაფენილია სქელი ქეჩისებური შებუსვით, ნაპირებში ოდნავ შესამჩნევი ღვინისფერი წითელი არშიით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, იშვიათად თითქმის მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი ან დახურული, ძარღვებით შემოსაზღვრული მახვილი ან მომრგვალო ფუძით. კბილები ხერხისებურიან სამკუთხედისებურია, სუსტად ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: პატარა, იშვიათად საშუალო ზომის, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 100-150 გ.
მარცვალი: შავი, მუქი ლურჯი ელფერით, საშუალო ზომის, მცირედ ოვალური, ცვილის სქელინაფიფქით. კანი უხეში, მკვრივი, ადვილად შორდება რბილობს. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო, ცოცხალი გემოსი. წვენი ბაცი ვარდისფერია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0 - 21,0%, მჟავიანობა 6,5-7,0გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,0-2,5 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის ღვინო, ბაცი წითელი ფერის, მსუბუქი, თავისებური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: შავბარდას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 241;
Табидзе Д. И., Деметрадзе В.С., Кварацхелия Ф.К., Шавбарда, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1966,Том III, ст. 491-492.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე