ცხვედიანის თეთრა
ჯიშის სახელწოდება: ცხვედიანის თეთრა
სინონიმი: ცხვედიანის თეთრი
წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაზრდა ფოთლებისუსტადაა შებუსული, ბაცი მწვანე ფერის, ოდნავ შესამჩნევი ვარდისფერი ელფერით.
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა, ოვალური ან თითქმის მომრგვალოა, სამ-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი, მახვილი ფუძით. კბილები ვიწრო სამკუთხედისებურია, სწორმდგომი. ფოთლის ქვედა მხარედაფარულია სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრული, იშვიათად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 150-185 გ.
მარცვალი: მწვანე, მოყვითალო ელფერით, საშუალო ზომის, მრგვალი ან მომრგვალო-ოვალური, ცვილით დაფარული. კანი თხელი, ადვილად სკდება. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 23,0 %, მჟავიანობა 5,0-6,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,4 - 3,0 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი ღვინო, მსუბუქი, საშუალო ხარისხის.
დამატებითი ინფორმაცია: ცხვედიანის თეთრს ახასიათებს საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალმოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ.174-177;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 244;
Деметрадзе В.С., Миротадзе А.В., Цхведианис тетра, В:Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III.,1966.,ст. 399-400.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე