ხაფშირა
ჯიშის სახელწოდება: ხაფშირა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა, მომრგვალო, მთლიანი. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ჯაგრისებრ-აბლაბუდისებრი შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანია.
მტევანი: საშუალო სიდიდის, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, კუმსი ან ძალიან კუმსი. საშუალო წონა - 235 გ.
მარცვალი: მოყვითალო-მომწვანო ფერისაა, საშუალო სიდიდის, მომრგვალო. კანი საშუალო სიმკვრივის, ცვილით დაფარული, ადვილად შორდება რბილობს. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-18 %, მჟავიანობა 10 გ/ლ.
მოსავლიანობა: 15-22 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: ხაფშირას ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 247;
Церцвадзе Н. В., Хапшира, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966, ст. 312-313.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე