ნაკუთვნეული
ჯიშის სახელწოდება: ნაკუთვნეული
სინონიმი: ნაგუთნეული, ძველშავი,ნაკუთნოული,ნაკუთნოური,მრგვალოპორტა
წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: შებუსული, ნარინჯისფერი ელფერით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისა, მომრგვალო, სამნაკვთიანი ან მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურული ან მთლიანად დახურულია. კბილები ფართო სამკუთხედისებურია, სწორმდგომი ან ოდნავ დახრილი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული და კონუსური, კუმსი ან ძალიან კუმსი. საშუალო წონა - 150-200 გ.
მარცვალი: მუქი წითელი, საშუალო ზომის, მომრგვალო, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი უხეში, მკვრივი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-20,0 %, მჟავიანობა 7,0-11,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 12,2 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ.158-161.
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 234.
Деметрадзе В.С., Миротадзе А.В., Накутвнеули, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том II,1965,ст. 455-456.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე