საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ალექსანდროული


ჯიშის სახელწოდება: ალექსანდროულიaleksandrouli სინონიმი: კაბისტონი, კაბისტონა წარმოშობა: რაჭა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: დაფარულია სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და შეფერილია მორუხო თეთრ ფერად. ფოთლების ქვედა მხარე პირველ ორ ფოთოლაკზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს სქელ აბლაბუდისებრ შებუსვას და მოთეთრო შეფერვას, ხოლო ქვემოთ გაწყობილ ფოთლებზე შებუსვა თანდათან კლებულობს და მწვანე ხდება. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვეთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. საშუალო ზომის (16X6სმ). მომრგვალო ფორმის. თითქმის დაუნაკვთავი. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია. მთავარი ძარღვები შებუსულია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და მომწვანო ყვითელია. გვერდითი კბილები მახვილწვერიანია, ხერხისებრ დახრილი ან სწორმდგომი. ზედა ამონაკვეთები ხშირად საშუალო სიღრმისაა. ქვედა ამონაკვეთები უფრო ნაკლებად გამოსახული. ყუნწის ამონაკვეთები გვხვდება ღია, ჩანგისმაგვარი ფორმის, მომრგვალო, წამახვილებული ან ცალკბილიანი ფუძით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებური ბეწვებით და ჯაგრისებრი ბუსუსით. ყუნწი გლუვია, უბუსუსო და ბაცი მწვანე ფერისაა. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: ცილინდრულ-კონუსური, დატოტვილი, საშუალო სიკუმსის, ზომით 15X7სმ, წონა 56-120გ. ყუნწი ბალახისებრია, შეფერილია წითლად. მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი, საშუალო სიდიდის (15,0X13,7მმ), მრგვალი ან ოდნავ ოვალური ფორმის. კანი თხელი, მაგრამ მკვრივი, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი წვნიანი. წვენი უფერულია, ტკბილი და სასიამოვნო გემოსი. სპეციფიკური ჯიშური არომატი სუსტად არის გამოსახული. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 22-27%, მჟავიანობა 5,0-7,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 4,0-6,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,64. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ალექსანდროულის ყურძენს იყენებენ ძირითადად ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის „ხვანჭკარის“ და სუფრის ხარისხოვანი წითელი ღვინოების დასამზადებლად. „ხვანჭკარა“ ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით, მუქი ლალისფერია, კარგად გამოხატული ბუკეტით, გამოირჩევა სირბილითა და ნაზი, სასიამოვნო მოტკბო გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: ნაცრისა და ფილოქსერის მიმართ კარგ გამძლეობას ავლენს, ხოლო ჭრაქი მას დიდ ზიანს აყენებს. დღევანდელი მდგომარეობა: რეგიონალურად გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, 88-94; მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 5-8; Tსერცვაძე N. Gეორგია: ნათივე ვარიეთიეს ოფ გრაფე. Iნ: Mაღრაძე, D., Rუსთიონი, L., Tუროქ, J., Sციენზა, A., Fაილლა O. (Eდს). Cაუცასუს ანდ Nორთჰერნ Bლაცქ Sეა Rეგიონ Aმფელოგრაფჰy. Vითის (სფეციალ ისსუე). 2012. Pფ. 177-239. ავტორი: ლარისა ვაშაკიძე