საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ორბელური


ჯიშის სახელწოდება: ორბელურიorbeluri სინონიმი: ორბელის ოჯალეში წარმოშობა:  ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი:  ზრდის კონუსი და ახლადგაშლილი ფოთლები დაფენილია სქელი ქეჩისებური შებუსვით და ბაცი ვარდისფერი არშიით ნაპირებზე. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, ზოგჯერ თაღისებური, მომრგვალო ფუძით, იშვიათად მთლიანად დახურული. კბილები  ხერხისებურია, დახრილი, ამოზნექილი გვერდებით. აღინიშნება დიდი და პატარა კბილების მონაცვლეობა. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, ხშირად ფრთიანი, იშვიათად ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. საშუალო წონა შეადგენს 65-80 გ. მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი, საშუალო ზომის, მომრგვალო, იშვიათად მცირედ ოვალური, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი უხეში. რბილობი ხორციანი-წვნიანია, ჩვეულებრივი გემოთი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა18,5-21,3 %, მჟავიანობა 5,5 - 6,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 7.0 - 8,0 ტონა/ჰექტარზე სამეურნეო მიმართულება: საღვინე ღვინის დახასიათება:  სუფრის წითელი ღვინო,  საშუალო ხარისხის, მშრალი და ბუნებრივად ნახევრად მშრალი, კარგად შეფერილი, მსუბუქი, საშუალოდ ექსტრაქტული, სასიამოვნო გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: ორბელურს  ახასიათებს საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების  და ფილოქსერას მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში წყაროები: ცერცვაძე ნ. 1987. საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა. თბილისი. გვ.234 Табидзе Д.И. 1965. Орбелури. В: Ампелография СССР. Малораспространённые сорта винограда. Отв. Ред. Негруль А.М. Изд-во 'Пищевая промышленность', Москва. Том II. ст. 506-508 ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე