ბაზალეთური
ჯიშის სახელწოდება: ბაზალეთური
სინონიმი: ბაზალეთური ცოლიკოური,მწვანე ცოლიკოური
წარმოშობა: იმერეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: შებუსული, ზრდის კონუსი და ახალგაზრდა ფოთლები სქელი ქეჩისებური შებუსვით და მუქი ვარდისფერი არშიით ნაპირებზე.
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის, ოვალური, იშვიათად მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, იშვიათად თაღისებური, მახვილი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, იშვიათად ხერხკბილა, ცალ მხარეს ამოზნექილი გვერდით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 118 გ.
მარცვალი: მოყვითალო-მწვანე ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ცვილის თხელი ფენით დაფარული. კანისქელი და მკვრივი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი მოტკბო-მომჟავო გემოთი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19 - 20 %, მჟავიანობა14 გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,6–3,2 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი ღვინო, ბაცი ყვითელი ფერის, ხილის არომატით, ნაზი, საკმაოდ სრული, სასიამოვნო, ცოცხალი გემოსი. ცქრიალა ღვინო - ჩალისფერი, ნაზი ჯიშური არომატით, მაღალი, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობით, ხარისხიანი შუშხუნით. სუფრისა და ცქრიალა ღვინოები დაძველებით უმჯობესდება, მაღალი მჟავიანობა მცირდება და ღვინო ხდება რბილი და ჰარმონიული, კარგი ბუკეტით.
დამატებითი ინფორმაცია: ბაზალეთურს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებებით. დასავლეთ საქართველოს ჯიშებს შორის გამოირჩევა ყინვა- და გვალვაგამძლეობით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 222;
Деметрадзе В. С., Кварацхелия Ф. К., Базалетури. В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва. 1963, Том I, ст. 180-182.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე