საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ღრუბელა კახური


ჯიშის სახელწოდება: ღრუბელა კახურიrhrubela-kaxuri სინონიმი: კახური ღრუბელა, ღრუბელა ყურძენი წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი სამი ფოთოლაკით შებუსულია აბლაბუდისებურად, ფერი თეთრი. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შეუბუსავია და მომწვანო ფერის, ქვედა მხრიდან შებუსულია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (17X15სმ) მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი აბლაბუდისებურად დანაოჭებულია. ყუნწის ამონაკვეთი მრგვალფუძიანი და ჩანგისმაგვარია. ფოთლის ზედა ამონაკვეთი ძირითადად საშუალო ზომისაა,  უფრო ხშირად ამონაკვეთი დახურულია განიერ ელიფსისმაგვარი თვლით, იშვიათად შევიწროებულყელიანი ჩანგისმაგვარი ამონაკვეთიც გვხვდება. ფოთლის ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ განვითარებული და ნაკლებ ღრმაა, ამონაკვეთი ღიაა და ჩანგისმაგვარი ფორმის, იშვიათად ელიფსისებრთვლიანი დახურული ფორმის. ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მახვილწვეროიანი და გამოზნექილგვერდებიანი სამკუთხედისმაგვარი კბილებით. ფოთლის გვერდითი კბილები ხერხის კბილისმაგვარია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისმაგვარი ბეწვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა (20X12სმ). კონუსური ფორმის. საშუალოდ კუმსი. საშუალო წონა 170-180გ. წვრილმარცვლიანობა და მარცვლების ცვენა არ ახასიათებს. მარცვლების რაოდენობა მტევანში საშუალოდ 150. მარცვალი: რუხი იისფერია, საშუალო ზომის, სიგრძე 1,55-1,70სმ, სიგანე 1,50-1,75სმ. მომრგვალო, ოდნავ შეზნექილი ფორმის. კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. რბილობი წვნიანი და მდნადი. გემო ნაზი და სასიამოვნო. ჯიშური არომატი სუსტადაა გამოხატული.  წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15-20%, მჟავიანობა 3-7 გ/ლ. მოსავლიანობა: 3,5-4,7 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 0,5. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  დგება სუფრის მშრალ ღვინო, რომელიც მწვანე-ჩალისფერია, მსუბუქი, მცირესხეულიანი, სუსტი ჯიშური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: კარგად ეგუება გარემო პირობებს. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალოდ გამძლეა. ნაცრის მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოზე მეტად. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 308-316; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 252. Табидзе Д. И.,Грубела кахури, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 1. Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат” Москва, 1963, Стр. 385-387. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი