საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მესხური შავი


ჯიშის სახელწოდება: მესხური შავიmesxuri-shavi სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  მესხეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: მწვანე ფერისაა. ოდნავ შებუსული. ზრდის კონუსი ღია იისფერია. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი. ღრმად დანაკვთული, ნაკვთის ფორმა ელიფსურია. საშუალო ზომის (სიგრძე 11-13სმ, სიგანე 14-16სმ). ფირფიტა სქელი, მუქი მწვანე ფერისაა, რომელსაც ემჩნევა წვრილი ბურთულები. ქვედა მხრიდან ქეჩისებრ შებუსულია. ყუნწის ამონაკვეთი თაღისმაგვარია, გვხვდება დახურული ფორმის ამონაკვთებიც. ფირფიტის მთავარი კბილები გუმბათისებრი, გვერდითი კბილები სამკუთხედისმაგვარი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მცირე ზომის (სიგრძე 10-12სმ, სიგანე 5-6სმ). წონა - 110გ., კონუსური, საშუალო სიკუმსის. მარცვალი: მუქი წითელი. საშუალო ზომის (1,7 X 1,6სმ). მომრგვალო ფორმის. თხელკანიანი და წვნიანი. წვენი ღია შინდისფერია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0 %, მჟავიანობა 11,0-13,0 გ/ლ. მოსავლიანობა: სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ღვინო შინდისფერია, არომატული.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაო გამძლეობით ხასიათდება. დიდ გამძლეობას იჩენს გვალვისა და ყინვის მიმართ. მაღლარების სახით გვხვდებოდა ასპინძისა და ახალციხის რაიონების ვენახებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე  მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ. 41-42. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი