თბილული
ჯიშის სახელწოდება: თბილული
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი სამი ფოთოლი, ნაპირებში ვარდისფერი ელფერით, ზევიდან ნაკლებად, ქვევიდან კი უფრო ძლიერად შებუსულია.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, თითქმის ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ, იშვიათად ღრმად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური, მომრგვალებული ან ბრტყელი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, სწორმდგომი ან ცალ მხარეს შეზნექილი გვერდით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ან კონუსური, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 100-145 გ.
მარცვალი: მომწვანო-ქარვისფერი, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, კანი - სქელი, უხეში და მკვრივი. რბილობი წვნიანია, ტკბილი გემოთი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,6 %, მჟავიანობა 5,1-7,2 გ/ლ.
მოსავლიანობა: 1,5- 2,9 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის ღვინო, გამჭვირვალე ჩალისფერი, მსუბუქი, სასიამოვნო გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: თბილულს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 109-112.
Миротадзе А. В. Деметрадзе В. С., Тбилули. В: Ампелография СССР. Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1966, Том III, ст. 220-222.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე