საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხოტეურა


ჯიშის სახელწოდება: ხოტეურა სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  რაჭა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი:  შებუსულია, ზრდის კონუსსა და პირველ-მეორე ფოთოლს ნაპირებზე ემჩნევა ვარდისფერი ლაქები. მეორე  და მესამე  ფოთლები ოქროსფერია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი დახურული ანმთლიანად დახურულია, იშვიათად ღია, ჩანგისებური, ერთი დეზით. კბილები სამკუთხედისებრია, ფართო ფუძით, მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებური შებუსვით. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, თხელი ან ძალიან თხელი. საშუალო წონა - 100-125 გ. მარცვალი: მუქი წითელი, საშუალო სიდიდის, მომრგვალო.  კანი სქელი, ცვილის სქელი ნაფიფქით. რბილობი ხორციანია, ნაკლებად წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-18 %, მჟავიანობა 11-14 გ/ლ. მოსავლიანობა: 1,65 - 2,0 კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: საშუალო ხარისხის სუფრის წითელი ღვინოა, მსუბუქი, ცოცხალი გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: ხოტეურას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. ძალიან ზიანდება  სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 83-85; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 247; Миротадзе А. В.,  Хотеура. В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во ' Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,  ст. 352-353. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე