საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ნაცარა


ჯიშის სახელწოდება: ნაცარა სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  რაჭა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შიშველი ან სუსტად შებუსულია. გვირგვინს ემჩნევა ვარდისფერი ლაქები, პირველი სამი  ფოთოლი მოყვითალო ნარინჯისფერია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, მთლიანი ან სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან თაღისებური, მომრგვალო ფუძით. კბილები ფართო, სამკუთხედისებურია, მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავი ან  სუსტი ჯაგრისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: პატარა ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 77გ. მარცვალი: მუქი წითელი, პატარა ზომის, მომრგვალო. კანი თხელი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა  17,0-23,0%, მჟავიანობა 7,0-9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ნაცარას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 171-173. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 234. Миротадзе А.В., Нацара, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во ' Пищевая промышленность', Москва, Том II,1965,ст. 462-463. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე