მორცხულა
ჯიშის სახელწოდება: მორცხულა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, იშვიათად თაღისებური, კვადრატული, მომრგვალო ფუძით, ფუძე ძარღვით შემოსაზღვრულია, ასევე ფუძესთან გვხდება ერთი კბილი. კბილები ვიწრო სამკუთხედისებური ან სამკუთხედისებურია მახვილი წვერით.ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, საშუალო წონა - 138,0 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის, საკმაოდ სქლად დაფენილი ცვილით, თხელკანიანი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი, ტკბილი გემოსი. წვენი შეუფერავი. უმეტესად ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,2 %, მჟავიანობა 9,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,5 ტონა/ჰექტარზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო, საკმაოდ ჰარმონიული, სასიამოვნო, საკმაოდ შეფერილი, ალკოჰოლის ნორმალური (11,5 %) შემცველობით.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა.ძლიერად ზიანდება ჭრაქით.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიშია.
წყაროები:
Рамишвили М.А., Морцхула, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II, Ст. 394-395.
ავტორი: ირმა მდინარაძე