რკო თეთრი
ჯიშის სახელწოდება: რკო თეთრი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, ხუთ-, სამნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული, იშვიათად მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური, იშვიათად ისრისებური ან ჩანგისებური, მახვილი, იშვიათად მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურ-ხერხისებურია, ცალ მხარეს ან ორივე მხარეს ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა აბლაბუდისებურია.
ყვავილი: ფუნქციონალურად მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული ან კონუსური, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 150-200 გ.
მარცვალი: მომწვანო-ყვითელი ფერის, საშუალო ზომის, ოვალური, ცვილის თხელი ნაფიფქით. კანი - უხეში და მკვრივი. რბილობი წვნიანია, მუსკატური გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,3 %, მჟავიანობა 10,9 გ/ლ.
მოსავლიანობა: 2,0 – 2,5 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინოა, საკმაოდ ხარისხიანი და ჰარმონიული.
დამატებითი ინფორმაცია: რკო თეთრს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებში. საშუალო გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ. ვ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 236.
Деметрадзе В.С., Кварацхелия Ф.К., Рко тетри, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,ст. 28-29.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე