საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ძველშავი ობჩური


ჯიშის სახელწოდება: ძველშავი ობჩური სინონიმი: ძველშავი, ძველშავი ობჩის წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: სუსტად შებუსულია აბლაბუდისებრი ბუსუსებით. შეფერილია მოთეთრო-მონაცრისფროდ. ფოთლებს ვარდისფერი არშია აკრავს. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია. დიდი ზომის, თითქმის ოვალური, იშვიათად მომრგვალო ან კვერცხისებური ფორმის. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ-დანაოჭებულია. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა. ქვედა მხარე სუსტად შებუსულია ქეჩისებური ბუსუსებით. მთავარი ნაკვთების დაბოლოება გუმბათისებრია. გვერდითი კბილები გვერდებამოზნექილი, განიერფუძიანი, მახვილწვერიანი სამკუთხედისმაგვარია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: დიდი ზომისაა. საშუალო წონა 144-190 გრამი. განიერკონუსური ან ცილინდრულ-კონუსურია. ფრთიანია, საშუალოდ კუმსი. მარცვალი: საშუალო სიდიდისაა. მუქი წითელი. კანი თხელია. რბილობი წვნიანი, არომატი არა აქვს. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0-22,0 %, მჟავიანობა 8,0-10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0-13,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მზადდება სუფრის წითელი და ცქრიალა ღვინო. გამოიყენება საკუპაჟედ.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა. გავრცელებული იყო ბაღდათის, ვანის, საჩხერის, ონისა და ხაშურის რაიონებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: Деметрадзе В.С., Обчис Дзвелшави, Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда, Т-1. Пищепромиздат, Москва, 1963, Ст 471-478. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი