ახალციხური თეთრი
ჯიშის სახელწოდება: ახალციხური თეთრი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: მწვანე ფერის, რომელსაც წითელი ზოლები გასდევს. ყლორტი შიშველი. ზრდის კონუსი მოწითალო ფერისაა.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი. საშუალო ზომის (13 X 18სმ). ფირფიტა თხელი და ღია მწვანე. ნახევრად ჩაჭრილი. ყუნწის ამონაკვეთი თაღისმაგვარი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. მთავარი კბილები გუმბათისმაგვარი. გვერდითი კბილები სამკუთხედისმსგავსი.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზე დიდი ზომის (სიგრძე 15სმ, სიგანე 8-9სმ). კონუსური. საშუალო სიკუმსის. წონა 120 გ, თუმცა ზოგიერთის - 250-300 გრ-მდე.
მარცვალი: საშუალო ზომის. მრგვალი. თხელკანიანი. ნაფიფქი სუსტი. წვენი თეთრი და მჟავე.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-18,0 %, მჟავიანობა 11,0-12,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,5-8,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: საღვინე ვაზის ჯიშია. ახალი დაწურული წვენი მეტად თეთრი ფერისაა, დაძვლებული ღვინო ღია ჩალისფერია და აქვს მეტად სასიამოვნო არომატი. ამ ჯიშით მესხეთის რაიონებში შესაძლებელია ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების დამზადება.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებების მიმართ მგრძნობიარეა, შედარებით უფრო ზიანდება ჭრაქით, ვიდრე ნაცრით. ჯიში ძლიერი ზრდით ხასიათდება.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი