საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

რცხილი


ჯიშის სახელწოდება: რცხილიrcxili სინონიმი: რცხილა, შავრცხილა წარმოშობა:  რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: საკმაოდ შებუსული, ოქროსფერი ელფერით. გვირგვინის და პირველი ორი ფოთლის ნაპირებზე ბაცი ვარდისფერი ლაქებით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, ღრმად ან საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, ძარღვებით შემოსაზღვრული ფუძით ან, იშვიათად, მომრგვალებული ფუძით, ზოგჯერ ცალ მხარეს - დეზით. კბილები ფართო, სამკუთხედისებრია, ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, საშუალოდ კუმსი ან თხელი. საშუალო წონა - 120-130 გ. მარცვალი: მუქი ვარდისფერი/წითელი, საშუალო ზომის, ოვალური. კანი მკვრივი, ცვილის სქელი ნაფიფქით.  რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-21,1 %, მჟავიანობა 7,25 -11,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 1,7–2,2  კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო, გამჭვირვალე, ბაცი წითელი (ბროწეულისფერი), სასიამოვნო, რბილი, ცოცხალი გემოსი.
დამატებითი ინფორმაცია: რცხილს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. ძალიან სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ.17-20. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 236. Деметрадзе В.С., Миротадзе А. В., Рцхили, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,ст. 48-49. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე