საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მესხური საფერე


ჯიშის სახელწოდება:მესხური საფერეmesxuri-safere სინონიმი: უცნობია წარმოშობა: მესხეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: მწვანე შეფერილობისაა, რომელსაც  გასდევს წითელი ზოლები, ზრდის კონუსი მოწითალო ფერისაა.შიშველია. ზრდასრული ფოთოლი: მცირე ზომის (6 X 8სმ), დაუნაკვთავი და მრგვალია. ფირფიტა მეტად მომცროდა შეფერილიღია მწვანედ.ზედაპირი სწორია. ქვედა მხრიდან შიშველი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი თაღისმაგვარია. ყვავილი: ორსქესიანია. მტევანი: პატარა ზომის (14 X 8სმ). ცილინდრული. საშუალო სიკუმსის. მტევნის საშუალო წონა 95გ. აქვს მეტად მოკლე ყუნწი. მტევანი გარეგნულად წააგავს პინო შავს. მარცვალი: საშუალო ზომის (1,8 X 1,5სმ). შეფერილი მუქ შავად. კანი თხელი და წვნიანი. წვენი მუქი შინდისფერია, როგორც წითელწვენიანი ვაზის ჯიში, მეტად იშვიათია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,9 %, მჟავიანობა 9,0-10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: უხვმოსავლიანი. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მუქი შინდისფერი, ხალისიანი, სასიამოვნო არომატით. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის წითელი ღვინოების დასაყენებლად.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებ მგრძნობიარეა. დიდ გამძლეობას იჩენს ყინვების მიმართ. ეს ჯიში ერთეული ძირების   სახით გვხვდებოდა ასპინძის მიდამოებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ 44-45. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი