საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ზერდაგი


ჯიშის სახელწოდება: ზერდაგი სინონიმი: უცნობია წარმოშობა:   სამეგრელო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით, ბაცი  მოწითალო-ვარდისფერი არშიით ნაპირებში. ახალგაზრდა ფოთლები ბაცი მწვანეა, ორივე მხრიდან მოთეთრო-მონაცრისფერო, აბლაბუდისებური შებუსვით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად ოვალური, სამ-,  ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღია, ჩანგისებური, მახვილი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, მახვილი წვერით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი  მოთეთრო-მონაცრისფრო ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი.საშუალო წონა 175 გ. მარცვალი: ბაცი ყვითელი,  მომწვანო ელფერით, საშუალო სიდიდის, ოვალური. კანი სქელი და მკვრივი. რბილობი ხორციანი-წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა20,4 - 21,5 %, მჟავიანობა8,7 - 9,4 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-9,0 ტ/ჰა სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი ღვინო, ჰარმონიული, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით.
დამატებითი ინფორმაცია: ზერდაგი ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებით და კარგი მოსავლიანობით. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევარში. შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: Рамишвили М. А., Зердаги, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность',  Москва, 1963, Том I,  ст. 537-538. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე