კიბურა
ჯიშის სახელწოდება:კიბურა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოწითალოა, ქეჩისებურად შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისებური ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთოლი ღია მწვანეა, მოწითალო ელფერით, ორივე მხრიდან შებუსული ბეწვისებური ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეზე მუქი მოწითალო ელფერით, მცირედ შებუსული, შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისკენ.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, თნასწორგვერდიანი, ან განიერი მომრგვალო, ან მახვილი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი, ზოგჯერ კი მომრგვალებული წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე საშუალოდ შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით. მთავარი ძარღვები ღია მწვანეა, საკმაოდ შებუსული.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზე მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 125,0 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, სქლად დაფენილი ცვილით. კანი მკვრივი. რბილობი წვნიანი და ხორციანი, სასიამოვნო, ტკბილი გემოსი. წვენი შეუფერავი. უმეტესად ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,1 %, მჟავიანობა9,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 5,5-6,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრისმსუბუქიღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერ ზიანდება ჭრაქით.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., 1948. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. თბილისი. გვ. 258-260.
Рамишвили М.А., Кибура, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965, Том II,Ст. 122-123.
ავტორი: ირმა მდინარაძე