საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჩინური შავი


ჯიშის სახელწოდება: ჩინური შავი სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ახლად გაშლილი ფოთოლაკები შებუსულია მოთეთრო – მონაცრისფრო ბუსუსებით. ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა (19–18 სმ), ოვალური. ზედაპირი გლუვი ან ბადისებრ დანაოჭებული. ზედა ამონაკვეთები შეუმჩნეველი ან შეჭრილკუთხისებრი. ქვედა ამონაკვთები უფრო ხშირად შეუმჩნეველია. გვხვდება ნაპრალისებრი და შეჭრილკუთხისებრი ამონაკვეთებიც.  ყუნწის ამონაკვეთი ღია, საშუალო სიღრმის, ჩანგისებრი, მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით. იშვიათად დახურული, ელიფსური, მომრგვალო ფუძით. ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან დიდია (სიგრძე 16–18 სმ, სიგანე 6–12 სმ), კონუსური, ცილინდრულ-კონუსური ან ფრთიანი. კუმსი. საშუალო წონა 170–200 გ. მარცვალი: საშუალოზე დიდი 18–20 მმ. მომრგვალო, ზოგიერთი მათგანი მუცლის მხარეზე ბრტყელია, რბილობი ხორციან–წვნიანია. მუქი შავი ფერის. რბილობი კნატუნაა, სასიამოვნო  ხილის გემოსი. კანი სქელია, ნაკლებად მკვრივი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,0–17,0 %, მჟავიანობა 6,7–8,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,5–7,5 ტ/ჰეა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე-სასუფრე. ღვინის დახასიათება: დგება ნაკლებსხეულიანი, ალუბლისფერი სუფრის ღვინო. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძენია.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობას იჩენს. სახელწოდება შერქმეული აქვს თეთრ ჩინურთან დიდი მსგავსების გამო. გავრცელებული იყო მცხეთის, ასპინძის,  კასპისა და ცხინვალის  რაიონებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., 1963. ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, გვ. 208; Лоладзе В.Р., Чинури Шави, Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда,Том 3,Пищепромиздат, Москва,1966,Ст. 447. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი