საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მხარგძელი ყვითელი


ჯიშის სახელწოდება: მხარგძელი ყვითელიmxargrzeli-yviteli-2 სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და ფოთოლაკით ყოველი მხრიდან შებუსულია ქეჩისებურად. ფერიმოთეთრო. მეორე იარუსის ფოთლების ზედა მხარეს შებუსვა ქრება და ფერი მოყვითალო-მწვანე ხდება. ზრდასრული ფოთოლი: საშუალოზე დიდია,მრგვალი ფორმის, ხუთნაკვთიანი. ბადისებურად დანაოჭებული ზედაპირი. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ჩანგისმაგვარი. ფოთლის ზედა ამონაკვეთი ღრმაა, ამონაკვეთის ფორმა ძირითადად  დახურულია და სამკუთხედისამგვარი თვალი და ბრტყელი ან ცალკბილა ფუძე აქვს, იშვიათად - ღია ჩანგისმაგვარი. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ ღრმა და ნაკლებ განვითარებულია, ჩეულებრივ, ამონაკვეთის ფორმა ღიაა, მომგვალო ან ბრტყელი ჩანგისმაგვარი ფორმის. ფოთლის მთავარი კბილები მახვილწვეროიანი გვერდებგამოზრდილი სამკუთხედისმაგვარი ფორმისაა, გვერდითი კბილები ხერხისკბილისმაგვარი და ცალგვერდგამოზრდილია. ფოთოლი ქვედა მხრიდან დაფარულია აბლაბუდისმაგვარი ბეწვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: სიგრძე 12-26 სმmxargrzeli-yviteli, სიგანე 6-12 სმ. ფორმა კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური. მხრიანი, მეჩხერი. საშუალო წონა მერყეობს 100-200 გ-ის ფარგლებში. მარცვალი: ყვითელი ფერის,საშუალო ზომის, სიგრძე 1,4-1,6 სმ, სიგანე 1,3-1,65 სმ. მომრგვალო ფორმის. კანი ადვილად სცილდება რბილობს. ჯიშური არომატი სუსტადა გამოსახული,გემო ნაზი, მარცვალი მჭიდროდა მიმაგრებული ყუნწზე. წიპწის რაოდენობა მარცვალში 1-4ცალია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-22%, მჟავიანობა 6-8 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,0-6,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 0,8-1,0. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: საშუალო ღირებულების  სუფრის  ღვინოა. ღვინო ჩალისფერია, კარგადა გამოხატული ჯიშური არომატით, საშუალო სხეულით, აქვს ნაზი და ჰარმონიული გემო.  გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნადაც.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დავადებების მიმართ ჯიშის გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ როგორც ჭრაქის, ისე ნაცრის მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 256-261. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი