ასპინძურა შავი
ჯიშის სახელწოდება: ასპინძურა შავი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართლი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: შიშველი, მწვანე შეფერილობის, სიგრძეზე გასდევს წითელი ზოლი. ზრდის კონუსი ღია მოყვითალო ფერისაა.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის (სიგრძე 10-12სმ, სიგანე 13-14სმ). მომცრო და გულისმაგვარი. ფირფიტა თხელი და მუქი მწვანე. დაუნაკვთავი, გვხვდება ოდნავ დანაკვთულიც. ზედაპირზე ემჩნევა პატარა ბურთულები. ქვედა მხარე ოდნავ შებუსული. მთავარი ნაკვთების დაბოლოება სამკუთხედისმაგვარი. გვერდითი კბილები ხერხკბილისმაგვარი.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის (სიგრძე 16სმ, სიგანე 8-9სმ). კონუსური ფორმის. საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა 140 გრ., ცალკეული მტევნები 300-400 გრ-მდე აღწევს.
მარცვალი: საშუალო ზომის ან მსხვილი (1,8 X 1,9სმ). ფორმით მრგვალი,შავი ფერის. კანზე ნაფიფქი ძლიერ გამოხატული.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,4 %, მჟავიანობა 8,0-9,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: მეტად უხვმოსავლიანი.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: მზადდებოდა ინტენსიური შეფერილობის სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებ მგრძნობიარეა. დიდ გამძლეობას იჩენს გვალვისა და ყინვების მიმართ. მაღლარების სახით გვხვდება ასპინძის მიდამოებში. ეს სახელწოდება შერქმეულია მ. რამიშვილის (1943) მიერ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ. 42-43.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი