საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წობენურა


ჯიშის სახელწოდება: წობენურაwobenura სინონიმი: წობანურა, დზაობენური, დზობენური წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი ორი ფოთოლაკით შებუსულია ორივე მხრიდან ქეჩისებურად,ფერი თეთრი.მეორე იარუსის ფოთლები (4-5) ზედა მხრიდან შეუბუსავია, ფერი - მომწვანო-ყვითელი. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (18X17სმ). მომრგვალო ფორმის. ხშირად სამნაკვთიანი. ზედაპირი აბლაბუდისებრად დანაოჭებულია. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა დახურულია. ზედა ამონაკვეთის ფორმა უფრო ხაშირად ნაპრალისებური, იშვიათად მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარი. ქვედა ამონაკვეთის ფორმა ძირითადად ოდნავ შესამჩნევი ნაპრალისებური. მთავარი კბილების ფორმა უმეტეს შემთხვევაში სამკუთხედისმაგვარია, გამოზნექილგვერდებიანი. გვერდითი კბილების ფორმა სამკუთხედისებური ან გუმბათისებური. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა შებუსული. იგი დაფარულია თხელი აბლაბუდისმაგვარი ბეწვით და მის ქვეშ მოფენილი სიშუალო სისქის ჯაგრისმაგვარი ბუსუსებით. ყვავილი:  ორსქესიანი. მტევანი: საშუალო სიდიდისაა, ზომით 18X9სმ. კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის. საშუალოდ კუმსი. საშუალო წონა 100-150გ. მარცვლების რაოდენობა მტევანში 128 ცალი. მარცვალი: მომწვანო-ყვითელი ფერისაა. საშუალო ზომის (სიგრძე 1,2-1,5სმ, სიგანე 1,25-1,5სმ). ხშირად მომგვალო ფორმის. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, მდნარი, აქვს სასიამოვნო გემო, ჰარმონიული, ჯიშური არომატი გამოხატულია სუსტად. მარცვალი მჭიდროდა მიმაგრებული ყუნწზე.  წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-3 ცალია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18- 21%, მჟავიანობა 6-8 გ/ლ. მოსავლიანობა: 4,6- 7,9 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,2. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: საშუალო ხარისხის სუფრის მშრალი ღვინოა, მოყვითალო-ჩალისფერია, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით, საშუალო სხეულით და სასიამოვნო გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: ჭრაქის და ნაცრის მიმართ მიმართ ჯიშის გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 262-268; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 252. Табидзе Д. И., Цобенура, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3. Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат” Москва, 1966,Стр 395-397. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი