საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ღრუბელა შიშველფოთლიანი


ჯიშის სახელწოდება: ღრუბელა შიშველფოთლიანი სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი მოყვითალოა, ბრინჯაოსფერი ელფერით. მცირედ შებუსულია აბლაბუდით. ზრდასრული ფოთოლი: დანაკვთულიასუსტად,მეტწილად სამნაკვთიანია. გულისებრი ფორმის. სიგრძე 16–18სმ,სიგანე 14–16სმ. ფირფიტა სწორმდგომია. ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა ან ღრმა, დახურული, ვიწრო ელიფსური ან შეჭრილკუთხისებრი. ქვედა ამონაკვთები შეუმჩნეველი, ფორმით შეჭრილკუთხისებრი. ყუნწის ამონაკვეთი საშუალო სიღრმის, ღია და ჩანგისებრი, ერთ რომელიმე მხარეს აქვს დეზი. ქვედა მხარე შიშველია. მთავარი ძარღვები ბოლოვდება ვიწრო, გვერდებამოზნექილი კბილებით. გვერდითი კბილები საშუალო ზომის, გუმბათისებრი მახვილი წვეროებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: დიდი ზომის (სიგრძე 16–22სმ, სიგანე 8–13სმ). კონუსური. ხშირად დატოტვილი და უფორმო. საშუალო სიკუმსისაა, იშვიათად კუმსი ან მეჩხერი. საშულო წონა 170–220 გ. მარცვალი: მომრგვალო ან ოვალური. სიგრძე 16–20მმ, სიგანე 15–10მმ. შეფერილი რუხ-მოწითალოდ. რბილობი წვნიანი, გემო სასიამოვნო, ჰარმონიული შაქარ-მჟავიანობით. წვენი გამჭვირვალე, უარომატო. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0–19,0 %, მჟავიანობა 4,0-4,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 9,5–12,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: გამოიყენება საბრენდე სპირტის გამოსახდელად.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ,ჭრაქის მიმართ კი საშუალოზე მეტ გამძლეობას იჩენს. საკმოდ მგრძნობიარეა აბლაბუდიანი ტკიპების მიმართ. ჯიში მცირედ გავრცელებული და უხვმოსავლიანია. ერთეული ვაზების სახით გვხვდებოდა მცხეთისა და ბოლნისის რაიონებში. სახელი „ღრუბელა“ შერქმეული ჩანს მარცვლის ფერის გამო, ვინაიდან სრულ სიმწიფეში ყურძნის მარცვლები ღრუბელივით რუხ–მოწითალოდაა შეფერილი. მორფოლოგიური ნიშნებით იგი სასუფრე ყურძენს უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე საღვინეს. მაგრამ მეტად წვნიანია, არატრანსპორტაბელური და დაბალი ხარისხის, რის გამოც ამ მიმართულებით პერსპექტიული არაა. მისი გამოყენება შეიძლება ყურძნის წვენის დასამზადებლად. დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიშია. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 151–157. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი