წმინდა თეთრა
ჯიშის სახელწოდება: წმინდა თეთრა
სინონიმი: ძველი თეთრი, ძველი თეთრა
წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: სუსტად შებუსულია, მწვანე ფერის. გვიგვინი და პირველი ორი ფოთოლი დაფარულია ვარდისფერი ლაქებით.
ზრდასრული ფოთოლი: პატარა ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი ან თაღისებრი, ვიწრო, მომრგვალო ფუძით. კბილები ფართოა, ორივე მხარეს ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: პატარა ზომის, ცილინდრული, კუმსი, იშვიათად ფრთიანი. საშუალო წონა - 80 გ.
მარცვალი: მომწვანო-ყვითელი ფერისაა, საშუალო ზომის, მრგვალი. კანი თხელია, მკვრივი, ცვილით დაფარული. რბილობი წვნიანია, აქვს სასიამოვნო ტკბილი გემო.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0 - 23,0 %, მჟავიანობა 5,0-10,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 1,3 კგ/ძირზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ხარისხიანი სუფრის ღვინოა, ცოცხალი, ჰარმონიული გემოსი.
დამატებითი ინფორმაცია: წმინდა თეთრის ახასიათებს სუსტი ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის პირველ ნახევარში. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ.140-143;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 245;
Миротадзе А. В., Цминда Тетра, В: Ампелография СССР,Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,ст. 393-394.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე