საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მაჭყვატური


ჯიშის სახელწოდება: მაჭყვატურიmachyvaturi სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  სამეგრელო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალებული ფუძით, იშვიათად დახურული, მახვილი ფუძით. კბილები ვიწრო, სამკუთხედისებური ან სამკუთხედისებური-ხერხისებურია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ფრთიანი, თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 148 გ. მარცვალი: მუქი ლურჯი, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, მცირედ ოვალური, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი - სქელი და მკვრივი. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო, ტკბილი გემოთი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა  20,8%, მჟავიანობა 8,7 გ/ლ. მოსავლიანობა: 2,5 კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: სუფრის წითელი ღვინო, ჰარმონიული, სასიამოვნო, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით.
დამატებითი ინფორმაცია: მაჭყვატური ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებით და კარგი მოსავლიანობით.  ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 232. Рамишвили М. А., Мачкватури, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1966,Том III, ст. 344-345. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე