საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

პოვნილი


ჯიშის სახელწოდება: პოვნილიpovnili სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-მოწითალოა, ოდნავ იისფერი ელფერით, ქეჩისებურადშებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეს მოწითალო ფერის, საკმაოდ შებუსული მონაცრისფრო ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალურია, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, განიერ-თაღისებური, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურიან ხერხკბილისებურია, ცალ მხარეს ამოზნექილი გვერდით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია სქლად, ქეჩისებურია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმისაა, თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 200,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, ან ოდნავ ოვალურია, მუქი წითელი ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, თხელკანიანი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოსი. წვენი შეუფერავი. უმეტესად სამწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,2 %, მჟავიანობა 9,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-8,5 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო, საკმაოდ ჰარმონიული, ალკოჰოლის შედარებით ნაკლები შემცველობით, არატრანსპორტა­ბელუ­რია.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ვაზი საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. სოკოვანი დაავადებების მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 227-229. Рамишвили М.А., Повнили, В: Ампелография СССР, Малораспростране­нные сорта винограда, Отв.ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том II,1965,Ст. 538-539. ავტორი: ირმა მდინარაძე