როკეთულა
ჯიშის სახელწოდება: როკეთულა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: მესხეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: შეუბუსავი. ზრდის კონუსი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. გაუშლელი ორი ფოთოლი ოდნავ შებუსულია.
ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა (19 X 20სმ).მომრგვალო, გვხვდება გულისმაგვარიც. დაუნაკვთავი.ზედაპირიმუქი მწვანე ფერის, სქელი. ყუნწის ამონაკვეთი თაღისმაგვარი, იშვიათად დახურული. ფოთლის ქვედა მხარეს სუსტადაა განვითარებული ბუსუსები. მთავარინაკვთების დაბოლოება ვიწრო სამკუთხედისმაგვარია, გვხვდება გუმბათისმაგვარიც, გვერდითი კბილები ხერხკბილაა.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: დიდი ზომის (სიგრძე20-25სმ, სიგანე 9-10სმ).ცილინდრული ფორმის, იშვიათად გვხვდება კონუსურიც. კუმსი. საშუალო წონა 210 გ.
მარცვალი: ღია ქარვისფერი. საშუალო ზომის (სიგრძე 1,5-1,7სმ, სიგანე 1,5-1,6სმ). რბილობი წვნიანი.კანი საკმაოდ სქელია და კნატუნა, ნაფიფქი ძლიერ ემჩნევა.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,5%, მჟავიანობა 11,3 გ/ლ.
მოსავლიანობა: უხვმოსავლიანი.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: მიიღება ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო, არომატული, ბუკეტით.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ დიდ გამძლეობას იჩენს, ასევე კარგად უძლებს გვალვასა და ყინვას. გვხვდებოდა აწყურის მიდამოებში, როკეთის მთის კალთებზე, სახელიც ადგილიდან მომდინარეობს.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიშია.
წყაროები:
წიქვაძე შ., მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958, გვ. 34-35.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი