ჩიტისთვალა ქართლის
ჯიშის სახელწოდება: ჩიტისთვალა ქართლის
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი საშუალოდ შებუსული ქეჩისებური ბუსუსებით.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი, გვხვდება ხუთნაკვთიანიც. დიდი ზომის (სიგრძე 15–17 სმ, სიგანე 17–21 სმ). ფირფიტის ბოლოები დახრილია ქვემოთ. ზედაპირი მუქი მწვანეა, წვრილბურთულებიანი. ქვედა მხარე შებუსულიასაშუალო სისქის აბლაბუდისებრი და ჯაგრისებრი ბუსუსებით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის (სიგრძე 15–17 სმ, სიგანე 7–9 სმ). ცილინდრულ-კონუსური. ხშირად კარგად განვითარებული მხრიანობა ახასიათებს. საშუალო სიკუმსისაა. საშუალო წონა - 140–160 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის (14 X 13,5 მმ). მომრგვალო ან ოვალური. შეფერილი მომწვანო–მოყვითალოდ. კანი თხელი და გამჭვირვალე. რბილობი ხორციანი და წვნიანი. სასიამოვნო გემო და ჯიშური არომატი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0–22,0%, მჟავიანობა 6,0–7,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 8,6 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ევროპული ტიპის ღვინოა,ღია ჩალისფერი, საშუალო სხეულით. ნაზი და სასიამოვნო, ახასიათებს ჯიშური არომატი. მაღალხარისხოვანია ამ ჯიშის ყურძნიდან კახური წესით დამზადებული ღვინო. ადრე დაკრეფის შემთხვევაში მისგან მიიღება ხარისხოვანი ცქრიალა ღვინო. გვიან დაკრეფილი ყურძენი იძლევა ხარისხოვან სადესერტო ღვინოს.
დამატებითი ინფორმაცია: ჭრაქისადმი უფრო გამძლეა, ვიდრე ნაცრისადმი. სახელწოდება „ჩიტისთვალა“ მას,სხვა ჯიშებთან შედარებით,მცირე ზომის მარცვლების გამო აქვს შერქმეული.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კიკაჩეიშვილი რ.,ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის,გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი,1963,გვ. 243–245.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი