საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხარისთვალა აჭარული


ჯიშის სახელწოდება: ხარისთვალა აჭარულიxaristvala-acharuli სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-იისფერია, მოწითალო ელფერით, საკმაოდ სქლადშებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისებური ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო-მოწითალო, სქლად შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეზე მოწითალო-იისფერი შეფერვით, მცირედ შებუსული მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებურია ბრტყელი ფუძით, ფუძეზე გვხვდება ერთი კბილი. კბილები სამკუთხედისებურია მომრგვალებული წვერით და მცირედ ამოზნექილი გვერდებით, ზოგჯერ ხერხკბილა-სამკუთხედისე­ბური და ხერხკბილისებურია მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე შეუბუსავია, მხოლოდ ძარღვების გასწვრივ შებუსული ძალიან მცირედ. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, ზოგჯერ დატოტვილი, თხელი, საშუალო მასა -160,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის, საკმაოდ სქლად დაფენილი ცვილით. კანი მკვრივი. რბილობი ხორციანი და წვნიანია, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი. წვენი უფერულია. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,5 %, მჟავიანობა 9,2-9,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,5-8,0 ტ/ჰა (მაღლარად ფორმირების შემთხვევაში). სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. ხასიათდება მტევნის გარეგნული სილამაზით.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. ძლიერ ზიანდება ჭრაქით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 234-236. Рамишвили М.А., Хариствала аджарули, В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв.ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III,1966,Ст. 314-315. ავტორი: ირმა მდინარაძე