საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხიხვა


ჯიშის სახელწოდება: ხიხვაxixva სინონიმი: უცნობია წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი სამი ფოთოლი შებუსულია. ვარდისფერი ლაქები  მხოლოდ პირველ  ფოთოლს ემჩნევა. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, ძლიერ  დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალებული ფუძით, ხშირად ძარღვებით შემოსაზღვრული. კბილები სამკუთხედისებურია, მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: პატარა ზომის, ცილინდრული, ძალიან კუმსი. საშუალო წონა -75 გ. მარცვალი: მომწვანო ფერის, საშუალო ზომის, ოვალური, ცვილის თხელი ნაფიფქით დაფარული. კანითხელი და მკვრივი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი გემოთი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19-20 %, მჟავიანობა7-8 გ/ლ. მოსავლიანობა:  1,0 კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინოა, ცოცხალი, მსუბუქი, საშუალო გემოვნებითი თვისებებით.
დამატებითი ინფორმაცია: ხიხვას ახასიათებს საშუალო ზრდა-გავნითარება და მცირე მოსავლიანობა.ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობა ახასიათებს. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 123-126; ცერცვაძე ნ. ვ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 247; Миротадзе А.В.,Хихва. В: Ампелография СССР. Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,ст. 340-341. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე