სამარხი
ჯიშის სახელწოდება: სამარხი
სინონიმი: ძველი სამარხი
წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოთეთრო-მონაცრისფროა, უხვად შებუსული თეთრი ფერის ბეწვისებური ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთოლი როგორც ზედა, ასევე ქვედა მხრიდან ქეჩისებურადაა შებუსული ბეწვისებური ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, იშვიათად თაღისებურია, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით. კბილები საკუთხედისებურია მომრგვალო წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე საშუალოდაა შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი, ან საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 106,0 გრამს.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, თეთრი ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით. კანი მკვრივია. რბილობი ხორციანი და წვნიანი, სასიამოვნო, ტკბილი გემოთი. უმეტესად ორწიპწიანია.
ყურძნის წვენი:
მოსავლიანობა:
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენია. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის საკმაოდ ლამაზი გარეგნული იერით. აქვს სასიამოვნო ჰარმონიული გემო. კარგად ინახება ზამთარში და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერ ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 61-62.
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 236.
Рамишвили М.А., Самархи, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III,1966,Ст.68-69.
ავტორი: ირმა მდინარაძე