საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქველოური


ჯიშის სახელწოდება: ქველოურიqvelouri სინონიმი: უცნობია წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამი-, ხუთნაკვთიანი, ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ელიფსური ფორმის ამონაკვეთით, ზოგჯერ ღიაა, თაღისებური. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური ან ხერხკბილისებურია ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან დიდი ზომის, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ძალიან კუმსი, საშუალო მასა შეადგენს 125,0-150,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, მუქი ლურჯი - თითქმის შავი ფერის, უხვად დაფენილი ცვილით. რბილობი წვნიანი. ერთ-, ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,0-17,0 %, მჟავიანობა 5,0-6,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 10,0 ტონა/ჰექტარზე.qvelouri-2 სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., 1987. საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა. თბილისი. გვ. 239. Деметрадзе В.С., Кварацхелия Ф.К., Квелоури,В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II,Ст. 113-114. ავტორი: ირმა მდინარაძე