საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კოლოში


საზოგადო სახელი: ვაზიkoloshi ლათინური სახელწოდება: Vitis vinifera L. ჯიშის სახელწოდება: კოლოში სინონიმი: უცნობია წარმოშობა: სამეგრელო, გურია
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაშლილი ფოთოლი ღია მწვანეა მოწითალო ელფერით, სქლად შებუსული მოთეთრო-ნაცრისფერი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანე, მზიანი მხრიდან მიწითალო-იისფერი შეფერვით, საკმაოდ სქლად არის შებუსული. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ვიწრო ელიფსური ამონაკვეთით, ზოგჯერ ღიაა, ვიწრო თაღი­სებუ­რი ფორმით და ბრტყელი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი წვერით ან სამკუთხე­დისე­ბუ­რია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყვავილი: ორსქესიანი.koloshi-2 მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ძალიან კუმსი, საშუალო მასა შეადგენს 190,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, მუქი ლურჯი-თითქმის შავი ფერის, სქელკანიანი. კანი ადვილად ეცლება რბილობს. რბილობი საკმაოდ ხორციანი და ნაკლებად წვნიანი, ტკბილი გემოთი. უმეტესად სამწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-18,0 %, მჟავიანობა 9,0-9,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,5-9,5 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: საკმაოდ ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე koloshi-3ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად.  ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება ნაცრით. პერსპექტიულია აჭარის მევენახეობის რაიონებისათვის (ხულო, ქედა). დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., 1987. საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა. თბილისი. გვ. 230. Рамишвили М.А., 1965. Колоши. В: Ампелография СССР. Малораспространенные сорта винограда.Отв.ред. Негруль А.М. Изд-во Пищевая Промышленность. Москва. Том II. Ст. 174-176. ავტორი: ირმა მდინარაძე