საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ცხენისძუძუ აჭარული


ჯიშის სახელწოდება: ცხენისძუძუ აჭარულიcxenis-zuzu-acharuli სინონიმი: ათმემე წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი შებუსულია, მოთეთრო ფერის, კიდეებზე მომწვანო-იისფერი ელფერით. ახალგაზრდა ფოთლები ორივე მხრიდან სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყლორტი ღია მწვანე, ძალიან მცირედ შებუსული აბლაბუდისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისკენ. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული ან თითქმის დაუნაკვთავი. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებურია მახვილი ფუძით, გვხვდება ისრისებური ფორმის ამონაკვეთებიც. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი წვერით ან სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით, გვხვდება ხერხკბილა-სამკუთხედისებრი კბილებიც. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო სიდიდის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი, საშუალო მასა 150,0-155,0 გ-მდე. მარცვალი: საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოვალური ან მოგრძო, მუქი იისფერი - გარდამავალი შავ ფერში, უხვად დაფენილი ცვილით, სქელკანიანი. რბილობი მკვრივხორციანი, სასიამოვნო ტკბილ-მომჟავო გემოსი. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,5 %, მჟავიანობა 8,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,5-8,0 ტ/ჰა.მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,2-1,3. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: მაღალხარისხიანი სასუფრე ყურძნის ჯიშია. კარგ გემოსთან ერთად, კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე საკმაოდ შეფერილი და ხალისიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინოების დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ.,  ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960. რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 287-289. Рамишвили М.А., Цхенисдзудзу аджарули, В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III.,1966, Ст. 403-405. ავტორი: ირმა მდინარაძე