საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წირქვალის თეთრი


ჯიშის სახელწოდება: წირქვალის თეთრიwirqvalis-tetri სინონიმი: ქართულა წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი, მახვილი ფუძით.  კბილები ფართო სამკუთხედისებურია.  ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია  თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა, კონუსური, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 150 გ. მარცვალი: მომწვანო ყვითელი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ცვილის თხელი ნაფიფქით.  კანი თხელია და მკვრივი. რბილობი - წვნიანი, აქვს სასიამოვნო ტკბილი გემო. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0 - 21,0 %, მჟავიანობა 8,0 - 9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 2,0 კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი ღვინო, ნაზი და ჰარმონიული.
დამატებითი ინფორმაცია: წირქვალის თეთრს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის სექტემბრის დასაწყისში. შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერის მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 245; Миротадзе А. В., Цирквалис Тетри, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том III,1966,ст. 386-387. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე