საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჯაჭვაძისეული


ჯიშის სახელწოდება: ჯაჭვაძისეულიjachvaziseuli სინონიმი: ჯაჭვაძის ვაზი, ფშავლის წითელი, ფშავურა წარმოშობა:   კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი ან თაღისებრი, ფართო, მომრგვალებული ფუძით, ზოგჯერ ერთი დეზით, იშვიათად დახურული. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური,დატოტვილი, კუმსი ან თხელი. მარცვალი: მუქი ლურჯი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო ან მცირედ ოვალური. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,8 - 22,3 %, მჟავიანობა7,7- 12,5 გ/ლ. მოსავლიანობა: მაღალი. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მშრალი სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ჯაჭვაძისეულს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბრენდე სპირტის დასამზადებლად. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987. გვ. 248. Табидзе Д. И., Джачвадзисеули, В: Ампелография СССР. Справочный Том,Отв. Ред. Негруль А.М.,Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1970,ст. 100. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე