საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბორჩალო


ჯიშის სახელწოდება: ბორჩალოborchalo_2 სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი საშუალოდ შებუსული აბლაბუდისებური შებუსვით. ნარინჯისფერია, გარშემო დაუყვება ბრინჯაოსფერი არშია. ზრდასრული ფოთოლი:  განივ-ოვალურია ან გულისებრი. სიგრძე 17–19 სმ, სიგანეც თითქმის ასეთივეა. სქელი, ტყავისებრი, გლუვი ან ბადისებრად დანაოჭებული ზედაპირი. დანაკვთვა საშუალოა. ფირფიტა სწორმდგომი ან ღარისებრია. ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმის, დახურული, კვერცხისებური ვიწროელიფსური მახვილი ფუძით. ქვედა ამონაკვეთები შეუმჩნეველია, იშვიათად პარალელურგვერდებიანი მახვილი ფუძით. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ფორმით ჩანგისებრი, მომრგვალო ან ასიმეტრიული მახვილი ფუძით, ერთ–ერთ მხარეზე დეზით. ქვედა მხარე შიშველია.მთავარი ნაკვთების დაბოლოება მომრგვალო ან მართკუთხაა და ბოლოვდება მცირე ზომის მახვილწვეროიანი კბილებით, გვერდითი კბილებიც ასეთივეა. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: დიდი ზომის (სიგრძე 16–20 სმ, სიგანე 8–12 სმ). საშუალო წონა 221გ. კონუსური ფორმის. დატოტვილი. ხშირად გვხვდება უფორმოც. საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი: ოდნავ ოვალური. სიგრძე 17–20მმ, სიმსხო 15,5–borchalo18,5მმ. შეფერილი მუქშავად, იისფერი ელფერით. წვნიან–ხორციანი, ადვილად სცილდება როგორც  კანს, ისე წიპწას. კანი საშუალო სისქისა და ასეთივე სიმკვრივის. წვენი ოდნავ შეფერილია. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15–17%, მჟავიანობა 8–10 გ/ლ. მოსავლიანობა: 11,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,84. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახსიათება: ღვინო წითელი ფერისაა და დაბალხარისხოვანი.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათაგან მეტ მგრძნობელობას იჩენს ჭრაქის მიმართ, ნაცრისადმი საშუალოდ გამძლეა. სახელწოდება „ბორჩალო“ შერქმეული უნდა ჰქონდეს იმის გამო, რომ ეს ჯიში მხოლოდ ბორჩალოს მაზრაში (ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტი) იყო გავრცელებული. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ.,ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“,თბილისი,1963, გვ 166–170. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი.