საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საფერავი ატენის


ჯიშის სახელწოდება: საფერავი ატენისsaferavi-atenis-2 სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: უხვად შებუსული ქეჩისებრი  ბუსუსებით. შეფერილი მოყვითალო–ნაცრისფრად. ზრდასრული ფოთოლი: გულისებრი ფორმისაა. სიგრძე 14–17სმ, სიგანე 13–15სმ. დანაკვთულია სუსტად. ზედაპირი წვრილბურთულებიანია. ზედა ამონაკვთები ზეზეური, შეჭრილკუთხა ან ნაპრალისებრია. ქვედა ამონაკვეთები შეუმჩნეველი ან კუთხისებრი. ყუნწის ამონაკვეთი დახურული, მომრგვალო ან ელიფსური მახვილი ფუძით. ქვედა მხარე უხვადაა შებუსული ქეჩისებრი ბუსუსებით. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი კბილებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მცირე ზომის (სიგრძე 10–13სმ, სიგანე 5–8სმ). კონუსური ან ცილინდრულ -კონუსური. საშუალო სიკუმსის. მტევნის წონა საშუალოდ 115 გ. მარცვალი: შავია, იისფერი ელფერით. ოვალური ფორმის. სიგრძე 13–16მმ, სიგანე 11,5–14,5მმ. რბილობი წვნიან–ხორციანია, კანი თხელია, დაფარულია ინტენსიური ცვილისებრი ნაფიფქით. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0–19,0%, მჟავიანობა 7,0–10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,1-1,5. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: გამოიყენებოდა ე.წ. „ორდინალური ღვინოების დასამზადებლად. დაბალი ხარისხის, ნაკლებ წითლად შეფერილი, არასაკმარისი სისრულის.
დამატებითი ინფორმაცია: ჭრაქისა და ნაცრის მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. სახელწოდება მას კახურ საფერავთან მსგავსების გამო შეარქვეს. ერთეული ვაზების სახით გვხვდებოდა გორის რაიონის ატენის სახელით გაერთიანებულ მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილ სოფლებში და კასპის ვენახებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 214. Лоладзе В. Р., Саперави Атенис,Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда,Том 3, Пишепромиздат, Москва,1966,Ст. 76. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი